top of page
pattern caucaspack_edited.png

mwvane samyaro

დღესდღეობით ნარჩენების რეციკლირების საკითხი ძალიან აქტუალურია, რაც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას მკვეთრად უწყობს ხელს. ,,კავკასფექის“ პროდუქცია სწორედ პლასტიკის გადამუშავების შედეგად მიიღება. ამ მიმართულებით ჩვენი კომპანია რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავეა.

წლების წინ, როდესაც პლასტმასის გადამუშავებით მიღებულ პროდუქციას ბაზარზე ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებდნენ, ჩვენ რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც პროდუქციის წარმოება წრიული ეკონომიკის პრინციპით დავიწყეთ.

პლასტმასისაგან წარმოებული პროდუქცია გარემოში მოხვედრილი ნარჩენების შემცირებას, პროდუქციის ხელმეორედ გამოყენებასა და მისი გადამუშავებას ითვალისწინებს, თუმცა ეს ერთადერთი მიზეზი არაა, რის გამოც პლასტმასი თანამედროვე ყოფა-ცხოვრების ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილად იქცა.

xangrZlivi

პლასტმასის კონტეინერში მოთავსებით მალფუჭებადი პროდუქტის ვარგისიანობის ვადა (Shelf life) ხანგრძლივდება - ეს უკანასკნელი საკვები ნარჩენების რაოდენობის შემცირებას უწყობს ხელს, რაც გარემოს დაცვისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

usafrTxo

პლასტმასი პროდუქციას დაბინძურებისაგან იცავს. პლასტმასის კონტეინერში მოთავსებული პროდუქტი მიკრობებისაგან და ულტრაიისფერი სხივებისაგან, ფაქტობრივად, სრულიად დაცულია.

mdgradi

პლასტმასის პროდუქცია განსაკუთრებულად მდგრადია ტენიანობის, სიცხისა და სიცივის პირობებში, შესაბამისად, პლასტმასის კონტეინერებში მოთავსებული პროდუქციის შენახვა და ტრანსპორტირება გაცილებით უფრო სანდო და მოსახერხებელია.

ekomegobruli

pattern caucaspack_edited.png

პლასტმასი ენერგიის მოხმარების თვალსაზრისით გაცილებით უფრო ეკონომურია. ქაღალდისა და მუყაოსგან განსხვავებით, პლასტმასის წონა გაცილებით უფრო მცირეა, შესაბამისად, მისგან დამზადებული შესაფუთი მასალების ტრანსპორტირება ბევრად უფრო ნაკლებ რესურსს მოითხოვს. შესაფუთი მასალების პლასტმასისგან დამზადება ზუსტად ორჯერ უფრო ნაკლები ელექტროენერგია სჭირდება, ვიდრე ნებისმიერი სხვა მასალისგან. ამ შემთხვევაში სათბური გაზების ემისიაც გაცილებით უფრო ნაკლებია, რაც, ბუნებრივია, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

,,კავკასფექი” არის კომპანია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქციის წარმოების კვალდაკვალ იზრუნოს გარემოს დაცვასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე,  რომლისთვისაც დღესდღეობით ყველაზე ეფექტური მეთოდი სწორედ პლასტმასის გადამუშავებით პროდუქციის წარმოებაა.

recycled plastic container

korporaciuli socialuri pasuxismgebloba

pattern caucaspack
worker cutting plastic

2020 წელს მსოფლიო რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. პანდემიის პირობებში პერსონალურ დამცავ საშუალებებზე (PPE) გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, ,,კავკასფექმა“ ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში პლასტმასის ბოთლების გადამუშავების შედეგად მრავალჯერადი და მოსარგები სახის დამცავი ფარების წარმოება დაიწყო. პანდემიის პიკში ჩვენ მიერ წარმოებული დამცავი ფარებით სრულიად უსასყიდლოდ მარაგდებოდა ქვეყნის თითქმის ყველა ცხელი წერტილი, რის შედეგადაც, არამხოლოდ დავეხმარეთ მედპერსონალს, არამედ შევძელით ჩვენს საწარმოში ყველა სამუშაო ადგილი შეგვენარჩუნებინა და თანამშრომელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაგვეზარდა.

cake container

ტორტის კონტეინერი

რეკომენდირებულია მცხობელებისთვის, ეს პროდუქტი შესანიშნავი არის  მცირე ბიზნესისთვის, საკონდიტროებისთვის რომლებსაც ჭირდებათ ნამცხვრების მიწოდება მომხმარებლისთვის.

bottom of page